Archive for Nightwish

The Rasmus – 2001 -2009

Posted in Metal with tags , , , , , , , , on November 5, 2009 by shagrath

Rasmus1
ეს არის ერთ–ერთი ცნობილი ჯგუფი ალბათ იმის დამსახურებითაც, რომ უამრავი კლიპი აქვთ გადაღებული. როგორც წაიკითხეთ ეს არის ჯგუფი The Rasmus სხვათაშორის ფინური როკ ჯგუფია და არის რაღაც ისეთი რაც მოსმენად ღირს ამიტომაც ის ჩემს ბლოგზე მოხვდა. ჯგუფი 1994 წელს ჩამოყალიბდა ნუ მანამდე სხვა სახელით იყვნენ არაცნობილები მარა მაინც იყვნენ : ) მოკლედ ამ ჯგუფმა იმდენად იყოჩაღა რომ პაპსებშიც კი საკმაოდ გაითქვა სახელი, ასე რომ იმის თქმა მინდა რო არაა ეს ისეთი ზედმეტად სახსენებელი ჯგუფი იმიტო რო აქვთ მართლა ბევრი საინტერესო სიმღერა შექმნილი თავიანთ სტილში. სათაურში დავწერე 2001 -2009 ანუ რას ნიშნავს ეს: 27 ნოემბერს გამოვა ჯგუფის საუკეთესო სიმღერების კრებული 2001 დან 2009 წლამდე და ასევე ერთი ახალი სიმღერაც, რომელიც Nightwish –ის სოლისტთან ერთად ჩაიწერა და კლიპიც გადაიღეს, რომელსაც ეხლა მე აქ შემოგთავაზებთ იმ სხვა უამრავ კლიპთან ერთად, რომელიც ჯგუფს აქვს გადაღებული. სიმღერას ქვია October & April . და კიდევ ერთი ჯგუფმა კიდევ ერთი ახალი კლიპი გადაიღო ერთ დროს ჰიტად ქცეულ სიმღერაზე In The Shadows.

October & April

 

Rasmus