Archive for the Power Metal Category

Vision Divine – Power Metal

Posted in Power Metal on October 2, 2009 by shagrath

vision_divinetifbig
კარგი იქნება თუ არ დავივიწყებ ამ ჯგუფს და რავი ზოგს გავახსენებ ვინც იცის და მიავიწყდა ზოგიც ეხლა ნახავ და შეაფასებს. როგორც სხვა ჯგუფები ესაც ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია რაც აქ ამ ბლოგზე იდება, სტილი Power Metal –კი არის მარა მთლად მაინც ვერ ვიტყვი მაგას მარა ძალიან მაგარი განსხვავებული და კარგად მოსასმენი ალბომები აქვთ გამოშვებული მთელი დისკოგრაფია მაქ და სულაც არ მწყინდება. მოკლედ როგორც სათაურიდან ჩანს ჯგუფს Vision Divine ქვია და ისინი იტალიელები არიან და იტალიური მეტალი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია (ყველა არა)
ჯგუფი შეიქმნა 1998 წელს პირველი ალბომი გამოუშვეს 1999 –ში მას შემდეგ სულ 6 ალბომი აქვთ გამოშვებული ბოლო კი 2009 წელს გამოვიდა სახელწოდებით 9 Degrees West of the Moon და ძალიან მაგარიც გამოვიდა.
მოკლედ კლიპები არ არის მარა ლაივებს დავდებ რამდენიმე უძლიერესი სიმღერის თუ მოგეწონებათ მერე რაღათქმაუნდა თქვენ გადაათვალიერებთ

Thunderstone – Power Metal

Posted in Power Metal on September 9, 2009 by shagrath

thunderstone
არ შეიძლება ეს ჯგუფი არ ვახსენოთ, ალბათ ყველამ იცის და წინა პოსტში სწორედ ამ ჯგუფზე მქონდა საუბარი ვოკალისტთან დაკავშირებით და როგორც ჩანს ვინც აქამდე უძლიერეს ვოკალს და ვეშებს დებდა ამ ჯგუფისთვის უკვე ყოფილი ვოკალისტია სამწუხაროდ. მითუმეტეს სიახლეც გვაქ ამ ჯგუფთან დაკავშირებით, ამ თვეში გამოდის ახალი ალბომი და საინტერესოა ვოკალი როგორი იქნება.
მოკლედ ეს ჯგუფი 2000 წელს ჩამოყალიბდა ბოლო ალბომი 2007 წელს გამოვიდა და თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ ვნახავთ რა ხდება ჯგუფში სულ მალე. მანამდე კი ძველი და უძლიერესი ვეშების მოსმენით დავტკბეთ ისევ ჩვენი უსაყვარლესი ვიდეოპორტალის დახმარებით



At Vance – Power Metal

Posted in Power Metal on September 8, 2009 by shagrath

AtVance_2009
კიდევ ერთი სულ ახალი აღმოჩენა.. შემთხვევით ბოლო ალბომის რეკლამა ვნახე რომელიღაც საიტზე, რომელიც 2009 წლის სექტემბერში გამოვიდა.. უფრო იმიტომ გადმოვწერე საცდელად ეს ჯგუფი რომ მაინტერესებდა გერმანული Power Metal –ი რა იქნებოდა, ჰოდა მშვენიერია მომეწონა და საინტერესო ისაა კიდევ, რომ ჯგუფის ვოკალისტი სხვა ამავე სტილის ცნობილ ჯგუფს ადებს ვოკალს თუ რა ჯგუფია მომავალში ვახსენებ.. მარა ვპიქრობ ორივეში ეგ არ იქნება ან ერთგან იქნება ან მეორეგან მარა ფაქტია ორივეში მღეროდა ..
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ჯგუფს 1998 წელს შეიქმნა და უკვე მათი მონაგარი 9 ალბომს ითვლის. მოუსმინეთ და შეაფასეთ. ეს რამდენიმე ლაივი რაც ჩვენ მეგობარ ვიდეოპორტალზე მოიპოვება დანარჩენი ნახეთ თქვენ თუ დაგაინტერესედებათ


At-Vance