A Burzum Story: Part II – Euronymous

მოკლედ როგორც სათაურიდან მიხვდით ეს არის ადრე დამატებული პოსტის გაგრძელება, რომელიც იყო Black Metal –თან დაკავშირებით. ასე რომ შეგიძლიათ წაიკითხოთ თავად ბურზუმის შემქმნელის ვარგ ვიკერნესის მოყოლილი კონკრეტულად იერონიმუსის მკვლეობასთან დაკავშირებით.
photo21

საინტერესოა, როდესაც ხედავ როგორ იგონებს ხალხი ისტორიებს იმასთან დაკავშირებით, რატომ მოვკალი იერონიმუსი, მაგრამ საწყენია იმის ყურება, რომ ხალხს სიმართლე არ მოწონს და ამის გამო იგონებენ ყველანაირ ისტორიებს.
1991 წელში, ნორვეგაში, ყველა მუსიკოსი–მეტალისტი იერონიმუსს თვლიდა, როგორ გითხრათ „მაგარ ბიჭად“, თუმცა 1992 წლის ბოლოსკენ უმრავლესობა მივხვდით, რომ ის ასეთი არ იყო. როდესაც DSP (Deathlike Silence Productions) მისი ლეიბლი უშვებდა Burzum –ის სადებიუტო ალბომს 1992 –ში, იგი იძულებული გახდა სესხი აეღო და ვალი გადაეხადა. მან ჩემგან აიღო ფული, და როდესაც Burzum –ის ალბომები მთლიანად გაყიდა, იმის მაგივრად, რომ კიდე დაებეჭდა დისკები ან ვალი დაებრუნებინა ჩემთვის, მან თავისი პირადი ანგარიშები გაასწორა და აღარც ფული დარჩა რომ დისკები გამოეშვა კიდე. შეიძლება ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამის გამო მოვკალი, თუმცა რაღათქმაუნდა მისი მოკვლით მე ფულს ვერ ავიღებდი. ფეხები, რომ გადამემტვრია შეიძლება ემოქმედა, მაგრამ მკვლელობა არა. გარდა ამისა მე ყოველთვის შემეძლო ფულის შოვნა ასე რომ ეს ვერსია არის ყველაზე ნატურალური სისულელე.
მე მივხვდი, რომ ის იყო სულელი და გადავწყვიტე ყველაფერი მეთვითონ გამეკეთებინა, საკუთარი ლეიბლი რომელსაც დავარქვი Burznazg. მე ის აღარ მჭირდებოდა, რადგან ის რასაც აკეთებდა იყო მხოლოდ თავის სქელ ტრაკზე ჯდომა თავისივე მაღაზიაში ჭამა და კოკაკოლის დალევა. მის მაღაზიას სარგებელი არ მოქონდა ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო სანამ ბანკროტი გახდებოდა და დახურავდა.
სანამ მას საბოლოოდ დავკარგავდით, გადავწყიტეთ მისი მაღაზიის გადარჩენა რომ არ დახურულიყო. ამისთვის მე უნდა მიმეცა რომელიღაც გაზეთისთვის ინტერვიუ რათა ხალხი დაინტერესებულიყო მეტალ მუსიკით. მას არ ქონდა Burzum –ის ალბომები მაღაზიაში თუმცა ქონდა ბევრი სხვა ალბომი, რომელიც აუცილებლად უნდა გაყიდულიყო. როდესაც მე 1993 წლის იანვარში ანონიმური ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტს, მისი წასვლის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გოგომ ვიცინეთ რადგან ის ვერ მიხვდა, რომ ბევრი რაღაცის მოყოლა გადავამეტე და გავასულელე. ის ამას სერიოზულზე მეტალ აღიქვამდა. სამწუხაროდ ის წავიდა პოლიციაში და შემდეგ დღეს მე დამაპატიმრეს და მან კი თავისი ვერსია დაბეჭდა გაზეთში, მეკი „კაპეზეში“ ვიჯექი და ვერავის ვერ ავუხსნიდი, რომ ჩემი მოყოლილი ტყუილი იყო და მინდოდა მხოლოდ ხალხი დამეინტერესებინა მეტალით და იერონიმუსის მაღაზიას დავხმარებოდი.
ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში კი იყო ის, რომ მე როდესაც ვიჯექი მან თავისი მაღაზია დახურა იმის მაგივრად რომ სიტუაცია თავის სასრგებლოდ გამოეყენებინა. თუმცა ბოროტმა Black Metal გმირმა გააკეთა ის რაც მამამისმა და დედამისმა უთხრა. მე მაგის გამო 6 კვირა ციხეში ვიჯექი მან კი მხოლოდ მაღაზია დახურა..
როდესაც მე გამოვედი ციხიდან ყველაფერი არეული იყო, მითუმეტეს ჩემ სახლში, როდესაც პოლიციამ გაჩხრიკა იქ ისეთი აურზაური დამხვდა, რომ აღარ შემეძლო მემუშავა ისე როგორც დაგეგმილი მქონდა. იერონიმუსმა კი როდესაც მაღაზია დახურა კველა მივიდა იმ დასკვნამდე რომ ის იყო დებილი და ნამდვილი იდიოტი. მე მასზე გაბრაზებული ვიყავი მხოლოდ იმიტომ რომ მან არ გამოიყენა მაშინდელი სიტუაცია რისთვისაც მე სულელური ინტერვიუ მივეცი. ამის შემდეგ აღარ მინდოდა რამე საერთო გვქონოდა უაზრობა იყო მასთან საქმის დაჭერა. ამიტომ დავიწყე ყველაფრის მეთვითონ კეთება.
მან ჩემთვის შეწყვიდა არსებობა. როდესაც მან ერთხელ დამირეკა და მთხოვა შეიძლებოდა თუარა მის ჯგუფის წევრს ღამე ჩემთან გაეთენებინა როცა ისინი ხმისჩამწერ სტუდიაში მუშაობდნენ Mayhem –ის ალბომზე მე უარით ვუპასუხე. და არც არავის უნდოდა მათთან კონტაქტის ქონდა თუმცა ჰელჰამერთან პრობლემა არავის ქონდა მთავარი მიზეზი იერონიმუსი იყო. ჰელჰამერთან მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ხუმრობდა კიდეც როდესაც ჩავწერეთ De Mysteriis Dom Sathanas ის უნდა მოვკლათო, რადგან თვითონაც გაკვირვებული იყო იერონიმუსის საქციელით. რამდენიმე თვის შემდეგ ხალხი თანდათან იგებდა რა იდიოტიც იერონიმუსი და მან ეს მე დამაბრალა და ვეღარ მიტანდა. ის თვლიდა რომ ჩემს გამო აღარ სცემდენ პატივს მეტალ სცენაზე. ერთის მხრივ მართალიც იყო რადგან ჩემი აზრი მასთან დაკავშირებით არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, თუმცა მე მგონია რომ ყველაფერში დამნაშავე თვითონვე იყო. ხალხი ამასაც შეიძლება მიიჩნევდეს მკვლელობის ერთ–ერთ ვერსიად: ბრძოლა დიდებისთვის სცენაზე ორ ლიდერს შორის, თმცა ეს მთავარი მხოლოდ მისთვის იყო.
მოგვიანებით Mayhem –ში გადავიდა ახალი გიტარისტი Snorre W. Ruch, რომელსაც უფლება მივეცი ჩემ სახლში ეცხოვრა სანამ სხვა ადგილს ნახავდა. ამის შემდეგ იერონიმუსმა დაიწყო გეგმების შედგენა ჩემი ცხოვრების წინააღმდეგ. მას უნდოდა ჩემი მოკვლა, რადგან ფიქრობდა მე მისთვის პრობლემას წარმოვადგენდი და სჯეროდა ჩემი მოკვლით პრობლემა გადაიჭრებოდა.
მან დაუშვა შეცდომა, როდესაც მოუყვა თავისი გადაწყვეტილება შხვებს ჩემი მოკვლის შესახებ, იმათმა კი მე მითხრეს. იერონიმუსმა რათქმაუნდა იმიტომ მოუყვა სხვებს, ენდობოდა მათ, მაგრამ ისინი აშკარად ჩემს მიმართ უფრო უკეთ იყვნენ განწყობილები ვიდრე იმის მიმართ. ერთ დღესაც მან დაურეკა სნორე –ს, რომელიც ცხოვრობდა ჩემ სახლში და სნორემ მომასმენინა ის რასაც იერონიმუსი მას ელაპრაკებოდა. მან უთხრა რომ „ვარგი სამუდამოდ უნდა გამქრალიყო“ და კიდევ რაღაც თავის გეგმები, რომლებიც აქამდეც მქონდა გაგებული.
ზოგი ფიქრობს, რომ მე ეს ყველაფერი გულთან ძაან ახლოს მივიტანე, რადგან იერონიმუსი ისეთი იდიოტი ოყო, რომ კაცობა არ ეყოფოდა ჩემი მოკვლა რო ეცადა მაინც. მე მართლა სერიოზულად მივიღე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მან მხოლოდ იმათ გაანდო თავისი ჩანაფიქრი ვისაც ენდობოდა, ისინი ყველაზე ახლობელი მეგობრები იყვნენ მისთვის ან შესაძლოა ის თვლიდა რომ ისინი ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. გარდა ამისა 1993 წელს ის კინაღამ დააპატიმრეს 4 თვით. მან ორ ადამიანს სხეულზე გატეხილი ბოთლით მიაყენა ჭრილობები.
იმ დღეს, როდესაც მან სნორეს დაურეკა და მე მათი საუბარი მოვისმინე, მივიღე მისგან წერილი, რომელშიც ის ძალიან თბილი და მეგობრული იყო და სურდა ჩემთან შეხვედრა, ვითომ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელზეც მე ჯერ ხელი არ მქონდა მოწერილი. ეს ერთადერთი საშუალება იყო მისთვის, რომ შემხვედროდა და ცდილობდა თბილად ესაუბრა. მისი მეგობრების მოყოლილის თანახმად მისი გეგმა იყო, ჩემი დაჭერა ავტომობილის საბარგულში ჩაგდება (იგი ქალაქგარეთ აპირებდა წასწვლას) ხეზე ჩამოკიდება და წამება სიკვდილამდე რასაც ის კამერაზე დააფიქსირებდა.
რათქმაუნდა მე გადავწყვიტე ჩავსულიყავი იმ ქალაქში სადაც იერონიმუსი ცხოვრობდა, გამოგიტყდებით და მისი მოკვლა არ გამომირიცხავს, როცა მასთან სახლში მივდიოდი. გამგზავრებამდე სნორემ მითხრა, რომ მასაც უნდოდა წამოსვლა, უნდოდა რაღაც ეჩვენებინა ჩემთვის.
დაახლოებით ღამის 4 საათზე უკვე იმ ქალაქში ვიყავით. გზაში ჩვენ გავცვალეთ ადგილები და როდესაც უკვე მივედით მე უკანა სავარძელზე მეძინა. ამიტომ დანა რომელიც უკანა სავარძელზე იდო სნორეს მივაწოდე რო წინ დაედო.
მივედით შესასვლელთან და დავაზარინე კარზე. მას ეძინა. შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ შია ღამისას სტუმრობა ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენ შორის ეს ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. მან ვინაობა იკითხა და მე ჩემი სახელი უთხარი. მძინავს არ შეგიძლია მოგვიანებით მოხვიდე ? მითხრა მან. კონტრაქტი მივიღე შემომიშვი ვუთხარი და შემიშვა. მისი სახლი მე5 სართულზე იყო და დავიწყე ასვლა კიბეზე. სნორეს სიგარეტის მოწევა უნდოდა რაც იერონიმუსის სახლში აკრძალული იყო ისევე როგორც ჩემ მანქანაში ამიტომ ის ქვემოთ დარჩა მოსაწევად.
იერონიმუსი კარებთან მელოდებოდა. ეტყობოდა ცოტა აფორიაქებული იყო. ადამიანი, რომელიც მას უნდა მოეკლა უცებ შუა ღამისას მასთან გაჩნდა სახლში. შემდეგ კითხვა დავუსვი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი, იგი დაპანიკდა გამოძრავდა და დამარტყა მკერდთან. მე არ მოველოდი მისგან ასეთ თავდასხმას მითუმეტეს მისივე სახლში. ცოტა ხნის წინ როგორც ვიცი ვარჯიში დაიწყო კიკბოქსინგზე და როგორც ყველა ახალბედა ამასაც თავი ალბათ ბრუს ლი ეგონა.
რამდენიმე წამის შემდეგ წამოდგა იატაკიდან და გაიქცა სამზარეულოში. მე ვიცოდი, რომ სამზარეულოში მაგიდაზე მას დანა ედო და ვიფიქრე თუ მას დანა ექნება ესეიგი მეც უნდა მქონოდა. ჩემი დანა კი როგორც ზემოთ ვთქვი მანქანაში დავტოვე სწორეს ის დანა რომელიც სნორეს გადავაწოდე, მაგრამ თან მქონდა ჯიბის დანა (8 სანტიმეტრიანი პირით). მას წინ გადავუდექი და გავაჩერე სანამ სამზარეულო დანას აიღებდა, აქ უკვე გამოავლინა თავისი გეგმა და საძინებლისკენ გაიქცა, მე ვიფიქრე, რომ ის იქ სხვა იარაღის გამო გაიქცა. რამდენიმე კვირით ადრე მან მოუყვა ზოგიერთ ადამიანს, რომ მალე პოლიციიდან თავის პისტოლეტს გამოიტანდა, ამიტომ ვიფიქრე მე, რომ ის სწორეს ამის გამო გაიქცა (მაგრამ იარაღი მის სახლში არ იყო მე ამის შესახებ არ ვიცოდი). გავეკიდე და დანით ჭრილობა მივაყენე და გამიკვირდა, ამის პასუხად იგი ოთახიდან გაიქცა. გაქცევას აზრი არ ქონდა მე ძალიან გავბრაზდი რადგან ჩხუბი მან დაიწყო და როცა ყველაფერი მის წინააღმდეგ შეტრიალდა გაქცევა გადაწყვიდა იმის მაგივრად, რომ კაცურად ეჩხუბა. ასეთი რამეების ატანა არასდროს შემეძლო. ( ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მე მოვკალი უიარაღო და უმწეო ადამიანი, მაგრამ ის ხომ ჩემზე ადრე გაიქცა დანის ასაღებად და რათქმაუნდა მას ქონდა შესაძლებლობა შეიარაღებულიყო, ეჩხუბა და არ გაქცეულიყო. მის სახლში უამრავი ნივთი იყო რითიც თავის დაცვა ადვილად შეეძლო.
მოგვიანებით ამოვიდა სნორე, იგი საკმაოდ დაბნეული პიროვნება იყო კარებები კი ერთმანეთს გავდა, რის გამოც ის ერთი სართულით ზემოთ ავიდა შემდეგ დაბრუნდა და ცდილობდა თავის სანთებელით საჭირო კარი მოეძებნა და უცებ კარიდან დასისხლიანებული იერონიმუსი გამოვიდა. როდესაც მან ის დაინახა მას საშინლად შეეშინდა ისე რომ მოჩვენებას დაემსგავსა და როგორც მოგვიანებით თქვა წამიერად გაითიშა სანამ მე არ ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს. ამასობაში იერონიმუსი ერთი სართულით ქვევით ჩავიდა და გაჩერდა რათა მეზობელ კარზე დაეკაკუნებინა მაგრამ მიხვდა, რომ მე გამოვეკიდე და გააგრძელა ჩასვლა თან კედლებზე აბრახუნებდა და დახმარებას ითხოვდა. სირბილის დროს მე მას კიდევ დავარტყი დანა (სამი თუ ოთხჯერ) მარცხენა მხარეს, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი რომელსაც მივწვდი სირბილის დროს. მერე წაბორძიკდა და კედლის ნათურა გატეხა და დაეცა მეც მივირბინე და გავჩერდი. სნორე კი ისევ ზემოთ იყო და წარმოდგენა არ მქონდა ამ ყველაფერზე იგი როგორ რეაგირებას მოახდენდა. შეიძლება ეს მახე იყო და ის ამ ყველაფრის მონაწილე იყო ? შეიძლებოდა ისიც დამსხმოდა თავს, არ ვიცოდი. როდესაც მან ჩამოირბინა ის ძალიან შეშინებული ჩანდა და მივეცი საშუალება ჩვენს გვერდით ჩაევლო. მე მივხვდი, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და კიდევ ერთხელ ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს . ამასობაში იერონიმუსი ისევ წამოდგა ფეხზე და მითხრა „საკმარისია“, მაგრამ ამის შემდეგ მან კვლავ სცადა ხელი ეკრა ჩემთვის და მე ის მოვკალი დანის თავში დარტყმით და ის მაშინვე მოკვდა მაგრამ დანა ჩაიჭედა თავში და როდესაც გამოვაძრე მისი ქალიდან დანა ის როგორც კარტოფილის ტომარა ჩაგორდა რკინის კლეტკებზე.

2 Responses to “A Burzum Story: Part II – Euronymous”

  1. mda, sainteresoa..
    mara tvalebi dametxara :X

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: