Black Metal History

200553877-001
მოკლედ პატარა შესავალს გავუკეთებ მაინც რაიცი რახდება, ეს არის როგორც სათაურიდან ჩანს Black Metal –ის ისტორია, საკუტარი თარგმანი გერმანულიდან ქართულად სხვადასხვა წყაროებიდან. რადგან ეს ისეთი საკითხია, რომ უამრავმა შეიძლება რამე იცოდეს ამის შესახებ თუ რაიმე არასწორია კომენტარში დაწერეთ და შევასწორებ : ) კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი მთავრდება ჩემთვის საინტერესო ფაქტით ვარგ ვიკერნესის მიერ ჩადენილი მკვლელობით და ფაქტიურად ეს არის შესავალი იმ ისტორიისა რომელიც მალე დაიდება დეტალურად თუ როგორ მოკლა ვარგმა თავისი მსხვერპლი

Black Metal -ი არის მეტალის (Heavy Metal) სუბკულტურა (ტერმინი რომელიც გამოიყენება ამათუიმ განსაზღვრული კულტურის გამოსახატად), რომელიც ტავდაპირველად ნორვეგიასა და შვედეთში გამოჩნდა 1980 წელს და შემდეგ სწრაფად გავრცელდა ჩრდილოეთ და შუაგულ ევროპაში. ეს შეუზღუდავი მნიშვნელობის ცნება გამოიყენეს ჯგუფებმა, რომელთა სცენაზე გამოჩენამ გაკვირვება გამოიწვია თავიანთი იმიჯის გამო, ხოლო ტექსტები კი გაჟრენთილი იყო სატანისტური ელემენტებით. რაღათქმაუნდა ამას სხვა კუთხიდანაც შეიძლება შევხედოთ, როგორც მხოლოდ მუსიკა Black Metal –თუ რას წარმოადგენდა ის.. ვოკალი იყო ეგრედწოდებული ყვირილი, რომელიც ზოგჯერ ღრმა ხავილში იზრდებოდა, გიტარების ჟღერადობა კი დამძიმდა რასაც დრამების ორმაგი ბასი ემატებოდა. ასე შეიძლება მარტივად პირველად ნახსენები ტერმინის მუსიკალურად ახსნა.
1980 წელს გამოჩნდა პირველი ჯგუფი Holy Moses შემდეგი დახასიათებით „Black Metal Masters“. 1982 წელს კი მეორე მსგავსი სტილის ჯგუფი გამოჩნდა Venom ,რომლის სადებიუტო ალბომის სათაურს წარმოადგენდა მათივე სტილის დასახელება ანუ „Black Metal“ . ეს ჯგუფი შეიძლება ჩაითვალოს ინიციატორად ტექსტებში ფილოსოფიური სატანისზმის გამოყენების მხრივ, რადგან მათ პირველ ალბომში სწორედ ეს იყო მათი მთავარი თემა. რათქმაუნდა მათი მუსიკაც განსხვავდებოდა მაშინდელი ჩვეულებრივი მუსიკისგან. ჯგუფის წევრები იცვლიდნენ სახელებს და ირქმევდნენ სხვადასხვა ფსევდონიმებს, რაც რათქმაუნდა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა Black Metal– ში.
1984 წელს ჩნდება მორიგი ჯგუფი შვედეთიდან Bathory . თავიანთი მსგავსსახელიანი სადებიუტო ალბომით, რომელის სატექსტო თემატიკაზეც ჯგუფ Venom –ის ზეგავლენა იგრძნობოდა, მაგრამ სამაგიეროდ მუსიკის მხრივ ნაწილობრივ სხვა გზები იშლებოდა. ვოკალში თითქმის არ იყო სხვაობა სტილის მხრივ, მუსიკაში კი აქამდე გამოყენებული ჟღერა სტერეო ჟღერამ შეცვალა, რაც სკანდინავიურ ქვეყნებში მალევე გავრცელდა. ამავე ჯგუფის დამსახურებაა Viking Metal –ის განვითარება რაც Black Metal –ის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. მაგრამ მათი ტექსტის შინაარსები დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ სკანდინავიურ მითოლოგიასთან.
მოგვიანებით კი გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც თამამად ითვლებიან ამ სტილის გამგრძელებლებად Hellhammer, Celtic Frost, Mercyful Fate, აგრეთვე ამ ჯგუფების მოღვაწეობის დროს გამოჩნდა პირველად „Corpsepaint“ (სახის ჩახატვა რაც ამ სტილს ახასიათებს) თუმცა არ უნდა აგვერიოს ეს ჩახატვა იმისგან რასაც ჯგუფი Kiss –ი იყენებდა, იმიტომ რომ „Corpsepaint“ Black Metal– ში არის არაადამიანური და დემონური სახის მიღების და შიდა აგრესიის გამოხატვის საშუალება. მოკლედ ამ დროისთვის რა ჯგუფებიც მოღვაწეობდნენ ყველა Black Metal –ის პირველ ნაკადად ითვლება საიდანდაც დაიწყო ამ სტილის განვითარება.
უკვე 80 –იანი წლების ბოლოს, ნორვეგიაში კერძოდ ოსლოში გამოჩნდა ეგრედწოდებული Underground Black Metal –ი. ზუსტად ამ დროს ნორვეგიული Black Metal „სცენა“ ცდილობდა გამიჯვნოდა იმ დროისთვის კომერციულ Death Metal -ს. რის გამოც სტილი შეიცვალა, გიტარის ტექნიკური მხარის მაგივრად ჩაჯდა უფრო შედარებით პრიმიტიული მუსიკა, მოგეხსენებათ Black Metal –ი არ გამოირჩევა სისწრაფითა და ტექნიკურობით რაც აისახა ერთკაციან პროექტში რომელსაც წარმოადგენდა Burzumi (Varg Vikernes). მაგრამ ყველაფერი ასე მალე არ დალაგებულა, ყველა ჯგუფი რომელიც მაშინ უკრავდა თითქმის თავიანთ სტილს ატარებდნენ, რისი დაკავშირებაც Black Metal –თან ძნელი იყო რისი მაგალითიცაა ჯგუფი Darkthrone, რომლის პირველი ალბომიც უფრო Death Metal –ში იყო გადაწყვეტილი. ასევე „ნამდვილ“Death Metal –ს უწოდებდა გიტარისტი Euronymous –ი, რომელიც 1987 წელს გამოჩნდა და ჯგუფ Mayhem –ში მოღვაწეობდა, თუმცა ეს პიროვნება თავისი აზროვნების გამო Black Metal –ის მეორე ნაკადის იდეოლოგიის სულისჩამდგმელად ითვლება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: