Archive for July, 2009

Blood Red Throne – Death Metal

Posted in Death Metal on July 31, 2009 by shagrath

band_bloodredthrone
უცებ აესე მოვედი ცხოველ ხასიათზე, რისთვისაც რაღათქმაუნდა მოვადექი ჩემ მშვენიერ ჯგუფების კრებულს სადაც ამოვჩიჩქნე ჯგუფი Blood Red Throne ერთადერთი საცოდავი ალბომი ეგდო 2005 წლის ეტყობა გადმოვწერე და მიმავიწყდა ჰოდა ზატო ეხლა გავიხსენე, რომ მშვენივრად შეეფერება ჩემ ახლანდელ შემართებას და ნახავთ რატომაც.
რაც შეეხება თქვითნ ჯგუფს ახლები არიან მაინც შეიძლება ითქვას 1998 წელს ჩამოყალიბდა ეს 5 კაცისგან შემდგარი ნორვეგიული ჯგუფი. აქვთ 5 ალბომი უკვე გამოშვებული 2001, 2003, 2005, 2007, და 2009 წლებში. შეაფასეთ რა შემართებით არიან ეს ახალგაზრდები თუ მოგეწონებათ მოიძიეთ დისკოგრაფია

Advertisements

Dark Fortress – Melodic Black Metal

Posted in Black Metal on July 30, 2009 by shagrath

dark_fortress_band_neu
ვაგრძელებთ ჯგუფების მიმოხილვას 🙂 წარმოგიდგენთ ჯგუფს, რომლის შესახებ მეთვითონაც არ ვიცი ბევრი თქვენ რა გითხრათ 🙂 აღმოვაჩინე შემთხვევით როცა ვეძებდი გერმანულ მეტალ ჯგუფებს და შესაბამისად გამოდის რომ გერმანული წარმოშობის ჯგუფია, ასევე ირკვევა ისიც რომ რახან გერმანულია ცუდი არ უნდა იყოს იმიტომ რომ მშვენიერი ჯგუფებია გერმანიიდან Melodic Black –ში არა მარა Black Metal –ში და ვიცით ყველამ. მოკლედ ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1994 წელს ეხლაც მუშაობენ არ დაშლილა, მოიპოვება ერთადერთი კლიპი და აქვთ 5 ალბომი გამოშვებული. ბოლო ალბომი 2008 წელს გამოვიდა. მოკლედ მძიმე მუსიკის მოყვარულებმა მოუსმინეთ იმედია მოგეწონებათ მარა ამ კლიპით ნუ შეეცდებით მთელი შემოქმედების შეფასებას

29.01.2007dark

This Ending – Melodic Death Metal

Posted in Death Metal on July 27, 2009 by shagrath

217583
კიდევ ერთი საინტერესო ჯგუფი, რომელიც სულ ცოტა ხანია რაც აღმოვაჩინე თავდაპირველად კლიპმა დამაინტერესა და აგერ უკვე ცოტა ხანია თავიანთი ახალი ალბომიდან მეორე კლიპიც გადაიღეს, როგორც ჩანს პოპულარულობა არჩიეს ბიჭებმა. ნუ როგორც მიხვდით არცთუისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა ეს შვედური ჯგუფი კონკრეტულად კი 2005 წელს, საინტერესოა შვედური Melodic Death –ი, სიმართლე თუ გინდათ ალბომის მოსმენის მერე შთაბეჭდილება დაგრჩებათ რომ ყველა სიმღერა ერთმანეთს გავს თუმცა მეორე და შემდეგ მოსმენაზე უკვე ამოარჩევთ მამა ვეშებსაც და უკვე ერთნაირიც აღარ მოგეჩვენებათ. მოკლედ ეს არის 5 კაცისგან შემდგარი ჯგუფი This Ending.. და მათი ორივე კლიპი და სტუდიური მუშაობის პროცესები. ასე რომ შეგიძლიათ დრო დაუთმოთ უკვე 😀



Stratovarius – Black Diamond

Posted in †σηαγρατηψΞ on July 26, 2009 by shagrath

stratovarius_front
ეს სიმღერა ალბათ არასდროს გამახსენდებოდა და მითუმეტეს ეს ჯგუფი და დარჩებოდა ამ უძლიერესი ვეშის გარეშე ბლოგი, აქ ხომ ყველაზე ცნობილი ვეშების, ჯგუფების და არამარტო ცნობილი ჯგუფების ვიდეო მასალა იდება ჩვენი საყვარელი ვიდეო პორტალების დახმარებით რაღათქმაუნდა მე აქ არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ დისტრიბუტორი 😀 😀 ნუ მოკლედ ეს ჯგუფი ყველამ იცის მგონი Stratovarius -ი, ძველი ხალხია ფაუერის მამები არიან თუმცა აღარ მომისმენია საუკუნეა მაინც შემოგთავზებთ მათი უძლიერესი სიმღერის რაღაც ნაწილის. ვიცი მოგეწონებათ 😀

Insomnium – Melodic Death Metal

Posted in Death Metal on July 26, 2009 by shagrath

insomnium
ფინური Melodic Death Metal ჯგუფი Insomnium ჩამოყალიბდა 1997 წელს.
დღემდე ჯგუფს არცთუისე ბევრი ალბომი აქ გამოშვებული, მიუხედავად ამისა მაინც ერთ ერთი ცნობილი ჯგუფია ამ სტილში. ეს ალბათ იმან გამოიწვია რომ მათი სადებიუტო ალბომი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დადებითად შეაფასეს. ბოლო ალბომი Across The Dark გამოვიდა 2009 წელს. რაც შეეხება ჯგუფის წევრებს ოთხი წევრისგან შედგება ჯგუფი
Niilo Sevänen – Vocals, Bass (1997-) (Watch Me Fall)
Ville Friman – Guitar (1997-) (Arrival (Fin), Enter My Silence)
Ville Vänni – Guitar (2001-) (Watch Me Fall, Hateform)
Markus Hirvonen – Drums (1997-)
აქ კი შემოგთავაზებთ კვლავ რამდენიმე უძლიერეს ვიდეოს მათი შესრულებით. იმედია დაუმუღამებთ

Killswitch Engage – Metalcore | Metal-innovatører

Posted in Metalcore on July 23, 2009 by shagrath

killswitch-engage
ამოტივტივდა კიდევ ერთი მშვენიერი მეტალ ჯგუფი რომელიც სრულიად მქონდა მივიწყებული. მოგახსენებთ ამის უცოდინრობა არ შეიძლება მეტლების მოყვარულებს ეცოდინებათ კიდეც მაგრამ ზედმეტი არ მოუვათ. Killswitch Engage ამერიკული Metalcore საკმაოდ მძლავრი ჯგუფი რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წელს. თავდაპირველად ვოკალისტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება არც მთლად თეთრკანიანი მეტალისტი 😀 საინტერესოა ფრიად, მარა მარტო კანის ფერი ხო არაა მაგარი სტული აქ თავისებული ხავილის რაც ამ სტილისთვის მნიშვნელოვანია, თორე უამრავი ჯგუფია აქაც კარგი კი ცოტა.
ეს კი უძლიერესი სიმღერა პირველი რისი ჩვენებაც მინდა ქოვერი და მეორე ვიდეოც ეს რაც იუთუბზე მოიპოვება თორე მაგარი ვეშები აქვთ სხვებიც

Golden Gods Awards

Posted in †σηαγρατηψΞ on July 14, 2009 by shagrath

Dimmu Borgir წარდგენილია ნომინაციაზე “Best International Band” აქვე შეგიძლიათ ხმა მისცეთ ამ ხალხს