Archive for May, 2009

Blinded by Faith

Posted in Black Metal on May 12, 2009 by shagrath

აქვე მეტალის მოყვარულებისთვის საინტერესო რაღაცეებიც მაქ აქანე და აი შემდეგი ჩემი ამორჩეული ჯგუფი რომელსაც უკვე დიდი სიყვარულით ვუსმენ. მოკლედ ეს არის კანადური  Melodic Black Metal ჯგუფი სახელწოდებით Blinded by Faith. ნუ ვიტყვი იმასაც რო ზოგ სიმღერებში დესისკენაც იხრებიან საბოლოო ჯამში თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე მოუსმინეთ და გაისწორეთ იმიტო რო მართლა უძლიერესი ჯგუფია და ამ დროისთვის საკმაოდ გამოცდილიც, იმიტო რო 1996 წელს ჩამოყალიბდა სულ რაღაც 4 ალბომი აქვთ გამოშვებული და მე შემიძლია აქვე ლინკი დავდო 2007 და 2003 წლის ალბომიდან ამორჩეული სიმღერების გადმოსაწერად. ბარემ ატვირთული მაქ და იყოს აქაც რაციცი ვის გაგისწორდეთ. დამიჯერეთ ძაან მაგარია

As I Lay Dying – Forever (Metalcore)

Posted in Metalcore on May 9, 2009 by shagrath

მოკლედ გავაგრძელებ სულ ახლახანს დაწყებული ვიდეოთა ჩვენების ცერემონიალს.. ბოლოსდაბოლოს თუ არავინ შემოვა მე შევალ და მე მაინც მოვუსმენ იოუთუბზე როარ ვეძიო .. ნუ როგორც წინა პოსტებში ჩანს ვიდეოები შეეხება არა ზოგად საკაცობრიო და სამყაროსთვის გადარჩენაზე ჩაწერილ სუპერბლოკბასტერებს არამედ მუსიკალურ მიმდინარეობას რომელსაც ზოგადად მეტალს ვუწოდებ მე და არა როცკი როგორც უმეცრებმა იციან ხოლმე თქმა.. ზოგადად მეტალი კი იმიტომ ვთქვი, რომ ვისაც მოეხსენება კიდევ აქვს ამ ზოგად მეტალს განხრები და თაანდათან გავეცნობით ყოლიფერს. ნუ გაჩვენებთ სპონტამ არცთუისე ცნობილ გრუპებს რომლებიც მე აღმოვაჩინე დალშე ნაცნობი ჯგუფის მამა ვეშებსაც დავუყვები იოუთუბი ხომ ჩემს გვერდითაა : )შეგნებულად არ ჩამოვწერ ჯგუფის წევრებს და ვინ სად დაიბადა და როდის გადის კუჭში დაზეპირებულ მეტალმცოდნეებს და როცკერებს ვერ ვიტან და ამიტომ .. ანუ აქ როგორც მე მინდა ისე იქნება. ვიტყვი იმას რომ ჯგუფს ქვია  As I Lay Dying და ჩამოყალიბდა 2001 წელს, არ თანამშრომლობს არცერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან და როგორც ამბობენ ყველასგან განსხვავებულები არიან. ეს კი ერთ ერთი უძლიერესი ვეში და შეაფასეთ

სიტყვას შევაწევ

Posted in †σηαγρατηψΞ on May 8, 2009 by shagrath

dostoevski
მოკლედ ჩემ უბადრუკ პოსტს მივუძღვნი რუსი ეროვნების მწერალს, რომელსაც ჩემი მხრიდან ჩემ უსაყვარლეს მწერლად ვასახელებ ამ ეტაპზე მაინც და გეტყვით რატო: ამ ეტაპზე იმიტომ ვახსენე, რომ ეხლა ჩემთვის აქტუალურ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები აქ, ანუ რაც წავიკითხე ყველა ნაწარმოებში არი სიყვარული იმდენად ნათლად გამოხატული, რომ ელემენტარულად მოგინდება ან შენც გამოცადო, ან თუ გამოცდილი გაქ ნახავ რო უმრავლესობა წიგნში აღწერილი სრულიად დაემთხვევა იმ განცდას რაც კი სიყვარულის დროს განგიცდია. მოკლედ წაიკითხეთ არ ინანებთ, და იდიოტი მაინც უნდა ქონდეს ადამიანს წაკითხული და აქ მიხვდებით ვიზე მაქვს საუბარი რაღათმაუნდა დოსტოევსკი, ორიგინალში წაკითხვა არც მიფიქრია პირველი ნაწარმოები რო წავიკითხე ქართულად, იმიტო რო არ შეიძლება ამის წაკითხვა და მთლიანად არ აგაგება.

Gothminister – Darkside

Posted in Gothic/Industrial Metal on May 1, 2009 by shagrath

Gothminister -Gothic Industrial Metal
ჯგუფი შექმნა Bjørn Alexander Brem -მა 1999 წელს, პირველი სადებიუტო ალბომი Gothic Electronic Anthems გამოვიდა 2003 წელს ,რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა პრესისგან და მათი ერთ ერთი სიმღერა ალბომიდან გერმანიის ალტერნატიული მუსიკის ათეულში მოხვდა.მათი შემდეგი ალბომის Empire of Dark Salvation გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა ნორვეგიაში პირველი Gothic Industrial Metal ჯგუფის ტიტული მოიპოვა.
ბოლო ალბომი გამოვიდა 2008 წელს Happiness In Darkness (2008)