ღამე ტყეში

bloody-forest-hell-red

 

ღამეა….
ცხადია ღამეა…
ჭოტების ჭორაობა არღვევს ირგვლივ ჩამოწოლილ სიმყუდროვეს და არ ასვენებს ბინადართ…
ხეები ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმით…
რაღაც გამოძრავდა მიწაზე… ფოთლებში გაიშრიალა მინდვრის თაგვმა და დასანაყრებლად გამოსული გველის ხახაში გაუჩინარდა…
სამწუხაროა… ისევ გლოვა, პანაშვიდები… დაუნდობელია ბუნება…
ჭოტებს არც კი შეუწყვეტიათ ჭორაობა, ვითომ და არც შეუმჩნევიათო ახლახანს მომხდარი საზარელი ფაქტი… რა თქმა უნდა მათ არავინ ერჩის, ისინი ხომ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ხეების ტოტებზე, მითუმეტეს ღამით…
საიდანღაც ყრუდ ისმის რამდენიმე ადამიანის ხმა, რომელთაც ცეცხლი დაენთოთ… ისინი ჯერ კიდევ ამზადებდნენ ნანადირევს, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ მიასიკვდილეს ზუსტად მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ მუცელამოვსებული ამაყად მიაბიჯებდა…
ბუნებამ არც მონადირეები დაინდო და სისხლის სუნზე გაღიზიანებული მგლების ხროვა დააცხრათ თავს… საშინელი ბრძოლა გაიმართა მათ შორის და იქაურობა სასტიკ ბრძოლის ველად გადაიქცა…
ბინდმა დატოვა თავისი ბანაკები და გაეშურა აღმოსავლეთით… რატომღაც აღარც ჭოტების ჭორაობა ისმოდა, არც ქვეწარმავლები ფუთფუთებდნენ და ღამის სიმყუდროვე ხეების მგლოვიარე შრიალმა შეცვალა… მათ სისხლიანი ღამის პერანგები ჯერ კიდევ ტანზე ეცვათ და დაჰყურებდნენ საზარელ ბრძლოის ველს, რომელზეც გამარჯვებული არავინ დარჩა, მხოლოდ ერთი დაბნეული თახვიღა დაძვრებოდა, რომელიც ჯერ კიდევ ნამძინარევი სახით და ზმორვით ათვალიერებდა მიდამოს…
ყველაფერი წარმავალია… ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული… გადარჩენილი თახვი იღბლიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს უიღბლოც, რადგან ის საკმაოდ ბებერი იყო და 2 ინსულტი ჰქონდა გადატანილი… საშინელმა სურათმა კი მას ბოლო მოუღო და უსისხლოდ, მაგრამ ისიც შეუერთდა დანარჩენ გვამებს…
ხეები ისევ გლოვობენ…
ცხოვრება კი ზეიმობს…

One Response to “ღამე ტყეში”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: