Archive for April, 2009

Manchmal Wenn Sie Schläft

Posted in †σηαγρατηψΞ on April 28, 2009 by shagrath

03-nargaroth_big-06

ხანდახან როცა გძინავთ დრო საკმარისია დასვენებისთვის
როგორც სიკვდილი,
ჩემი შეხედულება ტავს გეხვევათ და ჩემ ფიქრებს
ახალი გზები ეხსნება.
ხანდახან როცა გძინავთ ვფიქრობ ოცნებებზე,
რომლებსაც თქვენ სიზმრებში თავისუფლებას არ აძლევთ.
ხანდახან როცა გძინავთ ვხედავ ჩრდილებს,
რომლებზეც თქვენ საუკუნეებია ნადირობთ.
ხანდახან როცა გძინავთ ვუხმობ წვიმას,
რომელიც თქვენ რბილად გეცემათ.
ხანდახან როცა გძინავთ ის წვეთავს თქვენს სახეზე,
რათა გააგრილოს თქვენი წითლადმტირალი თვალები.
ხანდახან როცა გძინავთ ველური ღვინო ხმაურობს,
და ველური სურო დაგფარაავთ თქვენ.
ხანდახან როცა გძინავთ დაგაყრით ცისფერ მიხაკებს.
ხანდახან როცა გძინავთ წვიმა ვარ,
რომელიც გეცემათ.
და ხანდახან როცა გძინავთ თქვენ თმას
ახლადჩამოვარდნილი ფოთლის სუნი აქვს
და ამიტომ არ გჭირდებათ ვარდნა.
ხანდახან როცა გძინავთ ვფიქრობ ზღვაზე,
ძალა ბატონობს და არავითარი ტანჯვა მან არ იცის.
ხანდახან როცა გძინავთ ელავს,
ღიმილი ბოლოსდაბოლოს, რომელიც ალბათ მშვიდობას გვპირდება ….

Advertisements

ღამე ტყეში

Posted in †σηαγρατηψΞ on April 17, 2009 by buhehe

bloody-forest-hell-red

 

ღამეა….
ცხადია ღამეა…
ჭოტების ჭორაობა არღვევს ირგვლივ ჩამოწოლილ სიმყუდროვეს და არ ასვენებს ბინადართ…
ხეები ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმით…
რაღაც გამოძრავდა მიწაზე… ფოთლებში გაიშრიალა მინდვრის თაგვმა და დასანაყრებლად გამოსული გველის ხახაში გაუჩინარდა…
სამწუხაროა… ისევ გლოვა, პანაშვიდები… დაუნდობელია ბუნება…
ჭოტებს არც კი შეუწყვეტიათ ჭორაობა, ვითომ და არც შეუმჩნევიათო ახლახანს მომხდარი საზარელი ფაქტი… რა თქმა უნდა მათ არავინ ერჩის, ისინი ხომ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ხეების ტოტებზე, მითუმეტეს ღამით…
საიდანღაც ყრუდ ისმის რამდენიმე ადამიანის ხმა, რომელთაც ცეცხლი დაენთოთ… ისინი ჯერ კიდევ ამზადებდნენ ნანადირევს, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ მიასიკვდილეს ზუსტად მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ მუცელამოვსებული ამაყად მიაბიჯებდა…
ბუნებამ არც მონადირეები დაინდო და სისხლის სუნზე გაღიზიანებული მგლების ხროვა დააცხრათ თავს… საშინელი ბრძოლა გაიმართა მათ შორის და იქაურობა სასტიკ ბრძოლის ველად გადაიქცა…
ბინდმა დატოვა თავისი ბანაკები და გაეშურა აღმოსავლეთით… რატომღაც აღარც ჭოტების ჭორაობა ისმოდა, არც ქვეწარმავლები ფუთფუთებდნენ და ღამის სიმყუდროვე ხეების მგლოვიარე შრიალმა შეცვალა… მათ სისხლიანი ღამის პერანგები ჯერ კიდევ ტანზე ეცვათ და დაჰყურებდნენ საზარელ ბრძლოის ველს, რომელზეც გამარჯვებული არავინ დარჩა, მხოლოდ ერთი დაბნეული თახვიღა დაძვრებოდა, რომელიც ჯერ კიდევ ნამძინარევი სახით და ზმორვით ათვალიერებდა მიდამოს…
ყველაფერი წარმავალია… ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული… გადარჩენილი თახვი იღბლიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს უიღბლოც, რადგან ის საკმაოდ ბებერი იყო და 2 ინსულტი ჰქონდა გადატანილი… საშინელმა სურათმა კი მას ბოლო მოუღო და უსისხლოდ, მაგრამ ისიც შეუერთდა დანარჩენ გვამებს…
ხეები ისევ გლოვობენ…
ცხოვრება კი ზეიმობს…

BEHEMOTH – At the left hand ov God

Posted in Black Metal on April 17, 2009 by shagrath

behemoth-1